9 იანვარს ინციდენტი მოხდა არაბეთის ზღვაში. არაბეთის ზღვა არაბეთის ნახევრაკუნძულის სამხრეთით მდებარე ღია ზღვაა, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან და ნავთობით უმდიდრეს რეგიონთან – სპარსეთის ყურესთან აკავშირებს. უფრო მცირე ზომის რუსული სამხედრო ხომალდი ამერიკულ საესკადრო გამანადგურებელს სახელწოდებით Farragut-ს სახიფათო მანძილზე, თითქმის 50 მეტრამდე მიუახლოვდა და აგრესიულად შეავიწროვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ამერიკელმა სამხედროებმა გადაიღეს და რუსებს ჟურნალისტებთან ‘უჩივლეს’, რომლებმაც შემდეგ გაავრცელეს ეს კადრები.
რუსებს არაერთხელ შეუვიწროებიათ ამერიკელები შიდა ზღვებში – შავსა და ხმელთაშუა ზღვებზე, ახლა რუსები უკვე საოკეანო სივრცეზეც ეჯიბრებიან ამერიკელებს: