დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ!.. (ნაწილი I)

აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, გიორგი კოხრეიძე. როგორც მოსალადნელი იყო, ის მყისვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში; თუმცაღა იმედი მაქვს, რომ მზად იყო ამ ტიპის მოვლენებისთვის და იცოდა, რაზეც მიდიოდა. რადგანაც ვგულშემატკივრობ და აი რატომაც; პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული სიმპატიები გამაჩნია მის მიმართ. მოგეხსენებათ – თავად ვმონაწილეობდი მაგ, გროტესკად ქცეულ კონკურსებში და კანდიდატებს შორის კოხრეიძე ყველაზე ახლოს იდგა ჩემს პლატფორმასთან / მაგიტომაც! უფრო ზუსტად კი, ჩემი კონცეფციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტთან… მთავარია, თუ აღმოაჩნდება მას ახლა სათანადო უნარ-ჩვევები და ნება, განახორციელოს ის, რაც მე არ დამცალდა, ნაწილობრივ მაინც!

სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ რა არ დამცალდა, ორიოდე აბზაცით, თუ რა ხდება ამ მომენტისთვის თავად ტელევიზიაში. სხვაგვარად, პროცესებში არჩართული პირი სრულ სურათს ვერ დაინახავს. შესაბამისად ვერ განაზოგადებს ზოგადქართულ მედიასივრცეზე და საერთაშორისო ტრენდების ექსტრაპოლაციასაც ვერ მოახდენს რეგიონაურ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე.

რა მიზანსაც ემსახურება წინამდებარე სტატია:

ხდება კი შემდეგი – კოხრეიძის ნებისმიერ გაფაჩუნებაზე იწყება ვალპურგის ღამისთვის დამახასიათბელი უწმინდურთა გნიასი, ვალკირიებივით ესევა ინტრიგებში გამოწრთობილი წრე, ამ პირს „თავისუფლების“ სახელით. რომელსაც საშიშად მიიჩნვენ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა იდეოლოგიურ-ფასეულობით პოლუსზე დგას, (კერძოდ კი ტრადიციულ-კონსერვატორული პარადიგმის წარმომადგენელია), და არც მისი თავისფლების ვერსია შეესაბამება აჭარის ტვ-ს ჟურნალისტთა წამყვანი ნაწილის „თავუსუფლების“ ლიბერტარიანულ ინტერპრეტაციებს. ხაიპს სტეხენ ჭინკებივით-თქო, ცარიელ ადგილზე და არ აძლევენ საშუალებას, განახორციელოს ის, რასაც საღი აზრი უკარნახებდა ნებისმიერ ადეკვატურ ახალ დირექტორს. მერწმუნეთ, ფატუმივით გარდაუვალ ცვლილებებს, რომლებსაც კოხრეიძე თუ ვერ მიიყვანს ბოლომდე, სხვა გააგრძელებს. ისევ და ისევ აჭარის ტვ-ს ჯანსაღი ნაწილისა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე! აპრობირებული და დამახასიათებელი მეთოდია მაგ წრისთვის; გონის ავლით ემოციებზე მოქმედება. თუმცაღა არ ვიჩქაროთ, ეტაპოვრივად და ატომარულ დონეზე განვიხოლოთ, თუ რატომ და როგორ ხდება იქ ის, რაც ხდება – სხვაგვარად, მოვექცევით ემოციების ტყვეობაში და შესაბამისად მაგ კონტინგენტის მიერ დაგებულ მენტალურ, სამართლებრივ და მორალურ ხაფანგში აღმოვჩნდებით, რის გამოც მათივე წესებითა და ნარატივებით თამაში მოგვიწევს. რაც ვერა და ვერ ივარგებს სამშვიდობოზე გასასვლელ გზად. ვერც ზოგადად, აჭარის ტვ-სთვის და ვერც ტელევიზიის კოლექტივისთვის. რომელიც თავის მხრივ რამოდენიმე სეგმენტად იყოფა და სხვადასხვა წარმომავლობისა, „ბაგაჟის“ თუ უნარ-ჩვევებისაა / რისი გათვალისწინებაც სხვათაშორის უმნიშვნელოვანესია სწორი საკადრო პოლიტიკის წარმმართვის საქმეშიც და არა მხოლოდ აჭარის ტელევიზიაში.

მაშ ასე, ამ ეტაპზე კოხრეიძის ფრიად მორიდებულ და ლეგიტიმურ მცდლობებს დეკორატიუალად მაინც დაატყოს ხელი ტელევიზიას – უპირისპირდება წლების მანძილძე პროვინციელი მემარცხენე ლიბერალ-ლიბერტინელების სამჭედლოდ ქცეული უწყების თანამშრომლების ნაწილი. დიდწილად კაპანაძის და თეა ცეცხლაძის (ყოფილი დირექტორების – რედ.) მოყვანილი კადრები, თუ რა აკავშირებს ამ 2 ფიგურას ერთმანეთთან, როგორ ხდება ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობის აქტივის (ურა-პატრიოტების) და მეორე მხრივ არასამთავრობო-სოროსისეული ელემენტის შეხმატკიბელაბა „თავისუფლების“ ეგიდით, ქვემორე ვისაუბრებ. აქ უბრალოდ დავსძენ რომ – ორგანულად! მანამდე კი, გეტყვით იმ „კარნავალიზაციის“ საფუძვლების შესახებ რაც იშლება ჩვენს თვალწინ და რომელიც „ფერადი ტექნოლოგიების“ ერთ-ერთი შემადგენელი/ზედნაშენია. იმას მოგახსენებთ, თუ რას კადრულობენ კაპანაძის და ცეცხლაძის კადრები „თავისულების“ სახელით, თუ რა კავშირი აქვს ამას თავისუფლებასთან და თუ როგორ ჰყავთ მძევლებად აყვანილი აჭარის ტვ-ს დანარჩენი თანამშრომლები / „მდუმარე უმრავლესობა“, რომლებსაც / ვისარგებლებ რა შემთხვევით და ჯერ პატივისცემას დავუდასტურებ, შემდეგ კი გააკტირებისკენაც მოვუწოდებ. რადაგანაც მათ გასაკეთებელს, მათზე უკეთ ვერავინ გააკეთებს და რიდის დროც აღარაა ნამვილად!

აქციას-აქციაზე, ჯერ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები გვიმართავენ, მერე კი შემოქმედებითი დარგიდანაც უერთდებიან საპროტესტო ტალღას და ჩვეულ ამპლუაში ერთობლივ ფლეშმობებსაც უმართავენ მხოლოდ კოხრეიძეს როდი, მთელ აჭარას – რომელსაც ყელში აქვს ამოსული ამ უტიფარი ჯგუფის ბოგინი, ტინგიცი და მანიპულაცია ციფრებით. ცნობისათვის, ლამის 9 მილიონიანი დაფინანსების, 350 თანამშრომლიანი კოლექტივი ქართულ ტელევიზებს შორის მე-16 ადგილს იკავებს. მაგალითისვის, 25 არხი, რომელიც ნეკროლოგბით ირჩენს თავს განუზომლად მაღალრეიტინგული, აკადეიური და შემეცნებითი ვიდრე ეს სიყვითლის ზღვაზრე მდგომი და წლების განმავლობაში არასამთევრობოების, ლიბერტინელების და ნაცაქტივისტებისთვის „კარმუშკად“ ქცეული უწყება.

და განა თავად არ იციან?..

მაგრამ, რა გონორებით გვიჟღერებენ საპროტესტო მესიჯ-ბოქს; „შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და დისკრედიტაცია და ა.შ.“ ღიმილის მომგვრელია ემილ ზოლას პერსონაჟებისგან ლუთერ კინგობანას თამაში / „გაღმა შეედავე – გამოღმა შეგრჩებაო“ პრინციპით მოქმედებენ მერამდენედ, ოღონდ მეთოდიკაც მოუძველდათ და ხალხიც აღარ ჭამს… მოკლედ, სტანდარტული ბრალდებების კოლექციაა მათი მხრიდან-თქო, დამახასიათებელი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის პირებისთვის, თავისი ლოგიკური გაგრძლებებითურთ / მათ მყისვე ეხმაურებიან იდეურად მონათესავე „მედია-ექსპერტები“, „ნაციონალური მოძრაობა“ განტოტებებითურთ. ბოლო შტრიხად კი ამ „თავისუგლებისთვის ბრძოლას“ სახალხო დამცველიც ეხმიანება და „მაუწყებლის გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“. სატელევიზო „კარტინკაც“ მზადაა – „პრადვინუტი, პროევროპელი, თავუსუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნიჭიერი კოლექტივი“, ე.წ. „ქოცების, რეტროგრადების და რუსი ოლიგარქის“ წინააღმდედ, რომლებიც ეცილებიან წმიდათაწმიდას (!) „სიტყვისა და გამოხატვის თავუსუფლებას“ / ამ „ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციის ქვაკუთხედს“, „რუსული რეიდერული“ მეთოდებით… ადვილად პროგნოზირებადი რეაქცია-მოვლენებია, რადგანაც ბუნების შესაბამისად მოქმედებენ!.. ზემორე, უმნიშვნელო ღელვაა იმ სიღრმეებთან შედარებით რაც ამ მოველნების წყების განმაპირობებელია / ერთი ბუნებისაა-მეთქი ესენი – „ლელო“, „რესპუბლიკელები“, ალასანიას ხალხი და „ნაცები“, არასამთავრობოების დიდი ნაწილი and so on., ვისთვისაც კონტროლის შენარჩუნება ამ და სხვა მონათესავე ტელევევიზიებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „მსგავსი მსგავსთან მიდოსო“ – ცნობილია უხსოვარი დროიდან!

მოგეხსენებათ, „ნამდვილი ცოდნა – მიზეზების ცოდნაო“.

ხოდა ამიტომაც, დავიწყებ ექსკურსით აჭარის ტელევიზიის უახლეს წარსულში; იმ ავბედით კონკურსში რომელშიც ნათია კაპანაძე იქნა არჩეული წლების წინ, ვმონაწილეობდი მეც. რა მოხდა მაშინ და; 4-კაციანმა კომისიამ, რომელთაგან თითოეული 2012 წლის მოცემულობით საპარლამენტო პარტიებს წარმოადგენდა და უშუალოდ მურმან დუმბაძის კურთხევით იყო დაკოკომპლექტბული (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უწყება აჭარაში და მათ შორის არ იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ანდა „ოცნების“ მანდატით გვევლინებოდნენ ნეოლიბერალი კადრები), წყვეტდა ქვეყნისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მაუწყრბლის ბედს, როგორიც აჭარის ტელევიზიაა „პოლიტიკაში მზარეულის“ ჩანერგვის მეთოდოლოგიით / სიტყვაზე, როგორც ეს ზოგადად აჭარაში დღესაც გვხდება სხვა სოციალურ-პოლიტიკურ ველებზეც, თუმცაღა მიმიკრიის მაღალი უნარის გამო მათი გამოვლინება და შესაბამისი რეაგირება ვერ ხერხდება რაც ზოგადად აფერხებს „ქართული ოცნებასაც“…

თუმცაღა დავუბრუნდეთ ძირითად თემას.

ულტრალიბერალების კითხვები მაშინ, ჩემდამი იწვევდა მხოლოდ ღიმილს (სიმართლე გითხრათ არც ჯანმრთელობა მიწყობდა ხელს, რაც ღვთის შეწევნით დავძლიე), რადგანაც არსებულ ფორმატში შეუძლებელი იყო ამ ალასანია-რესპუბლეკელების ფანკლუბისთვის პუნქტობრივად განმემარტა, რომ სულაც არ ვარ რეტროგრადი, რუსოფილი ან შავრაზმელი თუკი განსხვავებული აზრები მაქვს და ბავშვობაში წაკითხული საჭირო წიგნებისა, საღი აზრის და აღზრდის წყალობით ვარჩევ სიმართლეს სიცრუისაგან ინტუიტიურ დონეზე და არ ვეგები მათ იაფფასიან პროპაგანდის ანკესზე. თუმცაღა, მაინც ვცადე მათთან საუბარი ტრადიულ ფასეულობებათა ნგრევაზე, ეთნოსთა და კულტურათა შორის საზვრების წაშლის საშიშროებაზე, თავად ევროპაში შეხედულებათა გადაფასების პროცესზე, სტერეოტიპების ნგრევაზე, რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან ტელეხიდების მეშვეობით ურთიერთობების დამყარებაზე და ჩვენი ცხოვრების წესით, მათ მოხიბლვაზე – ამაოდ. ვთქვი ასევე, რომ მსურდა გამოვიყენო ტელევიზია მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციისათვის. სფეროების, რომელიც იმდენად სავალალო მდგომარებაშია ჩვენთან, რომ ლამის ყველა მესამეს უნდა აუხსნა – დედამიწა ბრტყელი არ არისო. რომ გავაკეთებდი ყველაფერს სულიერ ფასეულობათა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ტელევიზიის მეშვეობით, ასევე აქცენტს მსოფლიოში არსებულ შეხედულებათა მრავალფეროვნებაზე და ტრადიციული ოჯახის, ადამიანის სიცოცხლისა, აღმსარებლობის თავისუფლების მნიშვნელობის წარმოსაჩენად მჭირდებოდა მე ეს ბერკეტი. გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, როგორც მოსალოდნელი იყო შეარჩიეს ძალზე შეზღუდული გოგონა არასამთავრობო სექტორიდან / მათივე ხატი და მსგავსი, ჩემნაირებისგან საპირისპირო პოლუსზე მდგომი, რომელიც დროგამოშვებით ეპატაჟურად მსჯელობდა „ნატოს“, ევროკავშირის, სოროსის და თურქეთის, სექსუალური უმცირესობების და გასართობი პროგრამების როლზე „ახალი თაობის“ აღზრდის საკითხებში. რომელიც მისი აზრით; მალევე ევროატლანტიკუკური ერთობის სრულფასოვანი წევრიც უნდა გამხდარიყო. ისტორიამ არ იცისო ხოლმეობითი ბრუნვა, მაგრამ მაშინ მე რომ ავერჩიე დღეს ტელევიზიაც სხვა იქნებოდა და შესაბამისად რეგიონიც. თუმცაღა, მოვეშვათ წარსულზე საუბარს; დავუბრუნდეთ აწმყოს, ჯერ არდაკარგულ შესაძლებლობას ყველამ ერთად ვაქციოთ ტელევიზია იმათ რადაც უნდა ქცეულიყო, რომ არა კაპანაძის არჩევა და ამ არასწორი გადაწყვეტილებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებიც განვიხილოთ. ასევე, მათ აღმოფხვრაზეც ვისაუბროთ / არსებული პრობლემების კეთილსინდისერ ინვენტარიზაციას უკვე კოხრეიძის პირობებში შევეხოთ-თქო. იმასაც კი, თუ რისი გამოსწორება შეიძლებადა ისე, რომ არ დავაზიანოთ არსებული დისკურსიც; რომელიც რაგინდ მიუღებელი უნდა იყოს ჩემთვის, მაინც საჭიროდ მიმაჩნია რომ არსებობდეს … მეორეს პარალელურად. რომ მეორე – სხვა, მაგის საპირისპირო უკიდურესობაში არ გადავარდეს ტელევიზია. რადგანაც ძნელია ბალანსის დაცვა როდესაც არაფერი არ დევს სასწორის მეორე პინაზე / ანუ ეს, ახლა არსებული დისკურსი შესანარჩუნებელი უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ ამავე დროს შევმატოთ უნდა ახალიც. ვიმოქმედოთ კი, ფაქიზად / როგორც იუველირები და არა ყასაბები, რაც დაანგრევს მაგ, ისედაც ტრავმირებულ ტელევიზიას. აჭარას ტვ-ს ჰქონდა თავისუფლება ერთი დისკურსის ჩარჩოში, პირობითად ამას „რუსთავი 2“-ის დისკურსი დავარქვათ, ახლა კი უნდა ჰქონდეს მრავალი დისკურსის ფარგლებში თავისფლება-მეთქი. იმდენი, რამდენსაც ზიდავენ აჭარის ჟურნალისტები, რომ თავად ტელევიზიაში ცვლილებებთან ერთად, რეგიონისთვისაც მთლიანობაში გამოვიმუშავოთ საჭირო ახალი დისკური. საუბარი მაქვს პასუხისმგებიან და კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე და არა იმ კვაზიჯურანალისტიკაზე, რაც დღეის მდგომარეობით გვხდება მანდ.

და როგორ ვხედავ მე ამ პროცესს, რის და რა ძალების წინაშე დგანან ისინი და პერსონალურად კოხრეიძე, რა უნდა მიიღონ და რა უარყონ ძველი და ახალი დაამკვიდრონ – ზოგადად, რაზე უნდა მოხდეს პედალირებაც და ა.შ.

აჭარის ტელევიზის სულისკვეთება/დისკურსი, ჩემი სამშობლოს საუბედუროდ და საბედისწეროდ, გამონაკლისი როდია. ქართული მედიასივრცის 90 % ეკუთვნის ამ კონტინგეტს / რომლეთა დროშას ნეოლიბერალიზმი და თავისფლების გაუკუღმართებული სლოგანები აწერია. ბედის ირონია იმაშია რომ ამ ყველაფერს, არც თავისუფლებასთან, არც ლიბერალიზმთან კავშირი არ აქვს! შეიძლება პირობითი – როგორც, ჟურნალ „პლეიბოის“ და „ბიბლიას“ გუტენბერგის სახელთან მიმართებაში. რადგანაც ლიბერალიზმი კალისკური გაგებით, და არა ამ მიმართულების იმ პროფანაციული ფორმებით, ეს კონტინგენტი რომ გვტენის წლებია; არის ილიას, ფრანკლინის, ჯეფერსონის და ლოკის სწავლება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ძალებთან, სულ ცოტა ხნის წინ შტატებს და ევროპასაც რომ მართავდნენ. ასევე უშუალოდ სოროსსთან – რომლის ჰიპოსტასებს ესენი აქ წარმოადგენენ, ბევრი უნებლიედ, ტრენდებს აყოლი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ვერდანახვის გამო.

ლიბერალიზმის მშვენიერება და ძალა სწორედ რომ მარადიული იდეების მრავალფეროვნებაშია, რომლებიც ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, ეთიკას და ზნეობას და არა ეს სოროსისეულ-გაუკუღმართებულ ცხოვრების სტილის პროპაგანდას და იდეოლოგიას რომელსაც გვტენიან ქართული მეინსტრიმული მედიით. აჭარის-ტვც ამ ფერხულშია ჩაბმული, ოღონდ მიმბაძველ-რეციპიენტად გვევლინება და არა დონორად, რადგანაც იდეის გატარებასაც ნიჭი და პროფესიონალიზმი სჭირდება. აქ კი მხოლოდ იმიტაციას ვხვდებით. მოკლედ, ისინი და მათი ადეპტები, რომლებიც სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავენ არ, ან ვერ ესმით ერთი მარტივი ჭეშმარიტება; სამყარო, გაცილებით ღრმა, მრავალწახნაგოვანი და ის რომ დღეს, საქართველოში სოროსის აქტივისტობა პროევროპელობის სინონიმია, გაუგებრობაა, გარედან თავსმოხვეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ერთგვარი ჩიხური განშტოებაა. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ისინი ანტონიმები არ გახდებიან (ტენდენციაც კი სახეზეა თუ ერკვევით საერთაშრისო ურთიერთობების ანაბანაში). ზეგ, საერთოდ სრულიად განსხვავებული რამ შეიძლება წარმოიშვას, რაც სხვა კუთხიდან დაანახებს მათ დღევანდელ პოზიციებსაც. განა მარქსიზმი თავის დროზე არ იყო ულტრაევროპული სწავლება და გურულები არ აყვნენ ლამის პირველები მარქსიზმს მსოფლიოში, ჯერ კიდევ 1905 წერლს? რა მიიღეს / ეკლესიების ნგრევისა, სულიერი დეგრადაციის და მამაოების პარსვის გარდა – ეს უმსგავსობანი ხომ მათაც ევროპულობა ეგონათ მაშინ…

სიტყვაზე, არაფერი ვარგა ულტრა / გინდ ეს ტრადიონალზიმი, გინდ ლიბერალიზმი ანდა სოციალიზმი იყოს – თუ დაჭიმავ სიმებს ისინი გაწყდება, თუ მოუშვებ, ბგერას აღარ გამოსცემენო!.. ხოდა ამიტომოცაა ასე მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა-თქო, ყველგან და ყველაფერში. სწავლებები მიდი-მოდიან და ეს როდია ევროპა, რასაც ჩვენთან ევროპად ასაღებს ეს წრე. უფრო მალანეზიურ „კარგო კულტს“ ჰგავს, როცა თაყვანს სცემენ და თუთიყუშებივით ბაძავენ იქაური ტომები ევროპულ წეს-ჩვეულებებს. როცა ტექსტი და არა გონი და სულისკვეთება გხიბლავს / ევროპა არის იდეა, ქრისტიანობა, ლიტერატურა, მუსიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, მთავრობის კონტროლი კომპენტენტური ჟურნალისტების მხრიდან, თემების აქტუალიზაცია და სახელმწიფო აზროვნება, სამოქალაქო საზოგადოება და არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი.

აი, ასეთ ევროპის დამკვიდრებაზე, აქ ჩვენთან, უნდა იზრუნოს აჭარის ტელევიზიამ!

ამაში უხდის მათ საზოგადოება მილიონებს და არა იმ სიმულაკრების ტრანსლაციაში და მდარე პაპსასა თუ პროვინციულ გლამურში, რასაც უტიფრად გვტენიან ხოლმე. თანაც უნიჭოდ, იგივე „მთავარი“, TV-1-ლისა თუ „რუსთავი-2“-სგან განსხვავებით, რომლებიც მოგვწონს თუ არა, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან თავიანთი იდეების მსახურში & პოპულარიზაციაში! ეს „ЛИКБЕЗ“-ი, უშუალოდ იმ ლიდერშიპს ეხება, ვინც წლებია მართავს აჭარის ტვ-ს. ვმეორდები რომ არ მოხდეს განზოგადება მთელს აჭარის კოლექტივზე, რისი მცდელობაც ექნება ამ ჯგუფს უცილობლად; დიდ პატივს ვცემ ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ჯგუფს ლამის მძევლებად ჰყავს აყვანილი. თავად კი ეს ტელევიზია ჩემს წარმოდგენაში; სპლიყვს ჰგავს, რომელიც პატარაობისას თოქით მიაბეს და ზრდასრლობისაც ვერ აღწევს ამ წვრილ თოკს თავს. რადგანაც ჰგონია, რომ ეს თოკი მას გააჩერებს ისევე როგორც პატარაობისას შეაჩვიეს და აჩერებდა კიდეც. აი ეს თოკია, დღევანდელი აჭრის ტვ-ს მენეჯმენტი რომელიც თავად კოლექტივის ჯანსაღმა ნაწილმა უნდა ჩაწყვიტოს და კოხრეიძეს ამოუდგეს მხარში. რაგინდ მტკივნეული არ უნდა დარჩეს ეს პროცესი – კერპების მსხვრევა არაა მარტივი, ეგეც ვიცი და არა გადმოცემით!

უნდა გააკეთონ გასაკეთებელი, მეეჭვება აბა ის ხალხი თავად წავიდეს, ან მეტამორფოზა განიცადოს!

არადა სოციალური პასუხისმგებლობის ნატამალი რომ ჰქონოდათ უკვე დაწერილი ექნებოდათ განცხადებები წასვლაზე, ანდა კოხრეიძესთან არა საომარად, არამედ თანამშრომლობის ახლებურ ფორმებზე შეთანხმებული იქნებოდნენ ტელევიზიისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. განსაჯეთ, სამთავრობო წნეხი აბაშიძე-ვარშალომიძეს პერიოდებში, ნათესაობისა და რეჟიმებისადმი უბრალოდ ლოიალარი ხალხის მისვლა იქ მასობრივად, ნიჭიერი კადრების ჩანაცვლების ანდა მოშორების ხარჯზე, სოციალური ლიფტის არქონა და კოლექტიური დემოტივაცია – რაც გამოწვეულია იქ არასამთავრობოებისა და ნაციონალური მოძრაობის დისკურსის ადეპტების აღლუმით, უკვალოდ არ ჩაივლიდა. მხოლოდ დირექტორები არაა მანდ დამნაშავე, არამედ მთელი ლიდერშიპი, მათი უახლოესი წრე – თანაავტორები და თანაშემოქმედნი იმ უმსგავსო შედეგისა რაც მოიტანა იმ არაკომპტენტური დირექტორების საქმიანობამ. გამოსწორებაზე არავინ ფიქრობდა, ყოველი ახალი დირექტორი მხოლოდ უმატებდა პრობლემებს არასწორად არჩეული ალგორითმის გამო. ავგიას თავლას ამსგავსებს-თქო ეს გარემოებანი იქაურობას და წმენდის ლამის იგივე მეთოდსაც ითხოვს. არადა თავშივე ვეუბნბოდი ბორდს, რომ ბევრად მეტის პოტენციალი გააჩნდა და გააჩნიათ მაუწყებელში რადგანაც არ არიან ბაზარზე დამოკიდებულნი, მაგრამ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ. დღეს ჩემი სიმართლე სახეზეა. იქნებ ადრეც, მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე თავისუფლების სიმულაციას ირჩევდნენ და მზუთხავ-მეზღაპრეებს ანიჭებდნენ უპირატესობას… აი ეს უნდა მოსპოს კოხრეიძემ უპირველეს ყოვლისა, მაგრამ კოლექტივის იმ ნაწილთან ერთად, ვინც არც ერთ იქ გაბატონებეულ დისკურს და კლანს არ ეკუთვნის. ამავე დროს სვხებიც მოიზიდოს – ის ხალხი, ვისთვისაც დახურული იყო რეგიონალური მაუწყებელი მთელი ეს წლები!

კოხრეიძემ უნდა აჩვენოს ყველას რომ სამართლიანი ხელმძღვანელია!

არ დაიწყოს ისე ცვლილელები, სანამ არ შექმნის მრჩეველთა საბჭოს. დააკომპლექტოს უნდა ის, ამ დარგში და საზოგადო ასპარსზე ნდობით მოსარგებლე ავტორიტეტული პირებით. ვთავაზობდი ბორდს და ახლაც ვთავაზობ პირველ ხუთეულს უკვე კოხრეიძეს; ესენი არიან რამაზ სურმანიძე, ვახტანგ ღლონტი, გიორგი მასალკინი, ასლან ლორთქიფანიძე, ერმილე მესხია… თავად მიხვდება მკითხველი თუ რატომაა ასეთი შემადგენლობა, გამომდინარე იქიდან თუ რა სჭირდება და შესაბამისად აკლია მაგ ტელევიზიას. მათთან ერთად უნდა გადააფასოს ყველა პროექტი, კაპიკ-კაპიკ დაითვალოს იმ წრის საქმიანობა რომლებიც აჭარის ტვ-ში დღემდე ამინდს ქმნიდა და გადახედოს ყველას ხელფასებს. ვინც არ იმუშავებს უბრალოდ გაუშვას სახლში, ვინც იმუშავებს და კრეატიულობის მაღალ ხარსხს გამოამჟაღვნებს ბევრად მეტი მისცეს – ამ ყველაფერს სიტყვის თავუსფლების ხელყოფასთან არაფერი აქვს საერთო, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ და სამომავლოდაც ეცდება ეს ხალხი. წრე – რომლის უმრავლესობა არც დიდი ნიჭით გამოირჩევა და სხვის ადგილებსაც იკავებს, საბიუჯეტო ორგანიზაციაში… მხოლოდ ასე მოიპოვებს ახალი დირექტორი მხარდაჭერას კოლექტივის ჯანსაღი ნაწილისგან და რეგიონის მოსახლეობაც მას მხარში ამოუდგება – რადგანაც ის ჯერჯერობით უცნობია ჩვენი კუთხისთვის და ეს არაა ასეთ საქმეში მთლად უმნიშვნელო მომენტი.

რეალურ, ლიგიტიმურ და ალტერნატიულ მრჩეველთა საბჭოსთან მაქსიმალურად საჯაროდ და არგუმენტირებულად უნდა გაიაროს, თუ რაშია ამა თუ იმ გადაცემის წარმატება ან წარუმატებლობა, ახალ პროექტებზე კონკურსი გამოაცხადოს, განიხილოს თუ როგორ მუშაობს ტექპერსონალიდან დაწყებული, ტოპჟურნალისტ – ჩვეულებრივი კორესპონდენტით დამთავრებული, ჩაჰყვეს ყველა რგოლს-თქო. კარგად გაითავისოს რომ ომშია რომელშიც დანდობა არაა და მაქიდან ან ფარზე ან ფარით უნდა წამოვიდეს. დისკურსების და სიმბოლოების ომშია, რომელიც უნდა მოიგოს კოლექტვთან ერთად და საზოგადოებისთვის სანდო სახეების მეშვეობით (და არა არსებული ბორდის მხარდაჭერით, რომელმაც პირველი რაც გააკეთა ხელფასები გაიზარდა ერთ-ორად, რითიც ლახვარი ჩაარტყა ახალ დირექტორს, მათ არჩეულ კადრსვე „მორალური სიცხადე“ ლამის დაუკარგა ამით).

ერთად-მეთქი, ალტერნაიულ ბორდთან / გინდ სარედაქციო საბჭო, გინდ მრჩეველთა საბჭო დაარქვან მაგ ახალ წარმონაქმს, სხვაგვარად ან არ გამოვა ან ძალიან შეფერხდება ჩაფიქრებული ცვლილებები. რთული, დელიკატური პროცესია – ამიტომაც თავად კოხრეიძეს მანდ ძალიან ნატიფი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რათა ღვარლძს ხორბალი არ გადააყოლოს. გაჩერდება – არაფერს მოიმოქმედებს? მაშინ ეშინია ბულინგის იმ თანამშრომლების მხრიდან ვინც თავისუფალი სიტყვის საფარქვეშ წლებია ირჩენს მანდ თავს და სულ ტყუილად გადაურბინა სხვასაც გზა, გამოდის. თუ მასეა, საერთოდ არ უნდა მისულიყო იქ – ამიტომაც არ აქვს უკან დახევის უფლება.

ან რას ერიდება?

მაგ ტელევიზიაში არც სოციალური ბლოკია და თუა „თეთრი ხმაურის“ წევრები ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე გვესაუბრბიან, ანდა ლგბტ აქტივისტები ქართველების სიბნელეზე და „რუსი ოლიგარქის ხუშტურებზე“. არც პირდაპირი ეთერია საკმარისად და თუა, ორკესტრირებული შეტევა მიდის ეკლესიაზე და სახელმწიფოზე. მეცნიერების და კულტურის პაპულაიზაციის ნაცვლად, მხოლოდ ჰედონისტური ფასეულობების იმპლემენტაციის მცდელობებია … არადა რეგიონალურმა მაუწყებელმა საუნივერსიტეტო მაუწყებლის ფუნქციაც უნდა შეითავსოს „по умолчанию“. არაა გემოვნებიანი და შემეცნებითი გასართობი (ე.წ. ინფოტეიტმენტი), საბავშვო გადაცემები და საკუთარი წარმოების სერიალებიც. არის მხოლოდ მდარე, უგემოვნო, ბანალური გადაცემები და ისიც 10 % არ აღემატება, არადა კანონის მოთხოვნაა – 25 % მაინც უნდა იყოს. არ ვამბობ ეთერის ტექნიკურ ამოვსებაზე – ადგილობრივი ამბები მხოლოდ ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, უკეთესი გახადონ ადგილობრივების ცხოვრება და მოხდეს ეს უნდა ზემორე აღწერილი მიდგომებითა და სპეციალური რეპორტაჟებით, თუ სოციალური დანიშნულების სერიალებით. საერთოდ არაა ადგილობრივი წარმოების ანიმაციური ფილმებიც – არადა აგრესიული მასობრივი კულტურისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვები. ტიხრების თუ სტუდიების ვიზუალი და ესთეტიკა შუა საუკუნებრივი დიზაინისაა; არადა 30 000 ლარად 7 D პროქტორებს შეიძენ რომ დაინტერესება იყოს… ერთ ოთახში 300 სპარტანელი გადაიღეს, მაგრამ აჭარის ტელევზია ვერ გასცდა საკაბელო ტელევიზიის დონეს. ეუბნები ამას და, იქით გიტევენ „სიტყვის თავისუფლებას“ ხელყოფენო… არადა დღეს პრობლემა ცენზურაში კი არაა, არამედ დისკურსის ტოტალურ კონტროლში და გემოვნებაშია, რომელშიც აჭარის ტელევიზია წლებია იმყოფება და უგემოვნო, მცირე დიაპაზონის თვალსაწიერის ხალხი ხელმძღვანელობად აზის. სხვა გზა არაა, კოხრეიძემ ეს მანკიერი წრე უნდა გაარღვიოს რადგანაც სხვას არ დაცალდა და მაგ საქმეში, ყველა წესიერი ადამიანი აჭარაში მის გვერდში იქნება და მეც გვედში მიგულოს. რადგანაც ყველა ხედავს რომ სოციოკულტურული და ზნეობრივი ნაპრალი ჩვენს საზოგადოებაში ღრმავდება, ეროვნული ფასეულობების სტიმულირება ვერ ან არ ხდება – ის ერთადერთი ბერკეტი კი რომელსაც შეუძლია ეს სიტუაცია გამოასწოროს ჩვენს რეგიონში იმ ხალხის ხელშია ვისთვისაც უცხოა ჯანსაღი სულისკვეთება და შთამომავლობაზე ფიქრი, ბოშათა ბანაკის პრიორიტეტები კი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ჰგონიათ. მარკეს ჰკითხეს, როგორ განვასხვავოთო პროფესიონალიზმი და ეთიკა ჟურნალისტიკაში? მან მიუგო, რომ ეს იგივეაო ბუზი და ბზუილი გაყოო; ანუ თუ ეს არაეთიკურია, ეს უკვე არაპროფესიონალურია – აჭარის ტელევიზიაში ეთიკა უნდა დაბრუნდეს უპირველეს ყოვლისა!

დანა, დამნაშავის ხელში იარაღია, ქირურგის ხელში შველაა – ასეა ტელევიზიაც:

ამიტომაც ვანიჭებ მას ასეთ როლს და მაგიტომაც მივიღე ამდენჯერ კონკურსში მონაწილეობა, რადგანაც XXI საუკუნეში სწორედ ტელევიზიას და არა მთავრობას აქვს გადამწყვეტი როლი სოციალურ ინჟინერიაში. გაითავისოს უნდა ყველამ, რომ ტელევიზიის გამართულ და სწორ მუშაობას უმნიშვენელოვანესი როლი აქ აჭარისთვის, რადგანაც ის გამაერთიანებელია, პოპულაზრიზატორი და პროპაგანდისტია – გააჩნია ვინ ყავს მთავარ რედაქტორად … ამიტომაცაა საჭირო როცა იქ ხელმძღბვანელ თანადმებობაზე ხარ, იცოდე ისტორია (განსაკუთრებით კუთხის), სოციოლოგია, მასების ფსიქოლოგია და ხელოვნების აზრზე იყო. ტელევიზიის განვითარების ჩემეული ტრენდი ითვალისწინებდა ასეთ მიდგომებბს, მინდა მჯეოროდეს რომ კოხრეიძეც იგივე ფასეულობებითა და ხედვებითაა მანდ მისული, რადგანაც სხვა შემთხვევაში სულ ტყუილა მიწვალია. შეჯამებისას მკითხველს მე-13 საუკუნის არაკს გავახსენებ, ტაძარს აშენებდნენ შარტრში, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზს მსოფლიოში. ხოდა შარტრის ტაძარის მშენებლებს ჰკითხეს რას აშენებთოო და ერთმა უპასუხა „ორმოს თხრიო“, მეორემ „აგურები გადამაქვსო“, მესამემ „ვზილავო დუღაბს“, მეოთხემ კი – რომელიც ხატავდა კედლებს „ტაძარს ვაშენებო“ / ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი როცა გესმის რას აკეთებ და რისთვის აკეთებ …

 

დავით ჩხარტიშვილი

(გაგრძელება იქნება)