ირანში, მიუხედავად დასავლეთში გავრცელებული სტერეოტიპებისა, ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვისა. თეირანში მცირერიცხოვანი ანტისახელისუფლებო მიტინგი ჩატარდა, პროდასავლური სტუდენტების მონაწილეობით.
მაგრამ შეკრება რადიკალურ ქმედებებს ისახავდა მიზნად. მათი მოთხოვნები ბოლომდე გაურკვეველია, თუმცა პროტესტი უკავშირდებოდა უკრაინის კუთვნილი სამოქალაქო ლაინერის შეცდომით ჩამოგდებას, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები, მათ შორის, ირანელები, ემსხვერპლნენ.
მიტინგის მონაწილეებმა ირანის ეროვნული გმირის, ახლახანს ამერიკელების მიერ მოკლული გენერალ სოლეიმანის პორტრეტი დახიეს. მიტინგი ძალადობისკენ ვითარდებოდა.
საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნის პოლიციამ, კანონის შესაბამისად, შეკრება დაშალა და აღმოჩნდა, რომ ამ შეკრებას დირიჟორობდა ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რობერტ მაკმაერი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბრიტანელი ელჩი მაკმაერი მოვლენებს ტელეფონზე იღებდა და თან მითითებებს აძლევდა აქციის მონაწილეებს. შესაბამისად, უშიშროების ძალებმა ელჩი რამდენიმე საათით დააკავეს.
ირანელებმა დიდი ბრიტანეთის ელჩს ესეც არ აკმარეს: კვირას იგი გამოძახებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ირანული მხარის პროტესტის მისაღებად.
აღსანიშნავია, რომ თითქოს სპონტანურ მიტინგს ოპერატიულად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ამერიკელებს თეირანში საელჩო არ აქვთ, შესაბამისად, ირანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უკვე მერამდენედ რჩება წარუმატებელი.