ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული boeing 737 ეკიპაჟის წევრები უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. როგორც ირკვევა, რამდენიმე მათგანი საქართველოში ნამყოფია და სოციალურ ქსელში თავისი შთაბეჭდილებებიც გაზიარებული აქვს.
მარია მიკიტიუკი 24 წლის იყო. მას უკვე 23 ქვეყანა ჰქონდა ნანახი, მათ შორის გასულ წელს საქართველოსაც ესტუმრა და შესაბამისად ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული „ინსტაგრამზე“. ბუნებრივია, მარიაც მოიხიბლა ღვინითა და ქართული სამზარეულოთი. “უკეთესი იქნებოდა, ეს ხაჭაპურისა და ღვინის ავტომატი რომ ყოფილიყო“ – წერდა მარია.
ეკიპაჟის სხვა წევრი, ვალერია ოვჩარუკი ბორტგამცილებლად 2015 წლიდან მუშაობდა. ის ლუგანსკიდან იყო. როგორც მისი „ინსტაგრამის“ ფოტოებიდან ჩანს, მოგზაურობა ვალერიასაც უყვარდა და საქართველოში ისიც იმყოფებოდა.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, საქართველო ასე ლამაზი თუ იქნებოდა“- წერდა მარია.
წყარო : PRIME Time