რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. მისი თქმით, თუ ასე მოხდა, მას მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება.
„ეს უბრალოდ ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება, რელიგიათშორისი კატასტროფა, ეკონომიკური კატასტროფა. ის მსოფლიო ეკონომიკის და ენერგეტიკის განადგურებას ან უზარმაზარ ზიანს გამოიწვევს“,-განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, სირიაში, ლიბიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.