უკრაინული სამოქალაქო ლაინერი, რომლის შეცდომით ჩამოგდებაც ირანულმა მხარემ 11 იანვარს აღიარა და რომლის ბორტზეც სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები (მათ შორის, ირანელები და უკრაინელები) იმყოფებოდნენ, კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.
ნეოლიბერალმა ტრიუდომ დაუყოვნებლივ ირანული მხარე დაადანაშაულა ტრაგედიაში (რაშიც მართალი აღმოჩნდა) და “კანადური დაზვერვის მონაცემები” ახსენა.
“ნიუსფრონტ-საქართველომ” მოიპოვა ერთ-ერთი დაღუპული კანადელი მგზავრის პასპორტის ფოტო (იხ. ზემოთ), რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზეა გადაღებული. მგზავრის გვარი დაფარულია. სავარაუდოდ, ეს პიროვნება კანადის დაზვერვაზე მუშაობდა. ამის თაობაზე ოპერატიული ცნობები მოიპოვება, ხოლო კანადის პრემიერის არაბუნებრივი აქტიურობა და “დაზვერვის მასალებზე” აპელირება ამ ვერსიას ირიბად ადასტურებს.