საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და განიხილეს შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივები.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა კავშირების მეტად გაღრმავების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა. ელჩმა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.