ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია.
ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.