გურიაში მოსახლეობა კალანდობისთვის ემზადება. საახალწლო ღონისძიება ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში იწყება. რადიანების მუზეუმში ელოდებიან პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
ღონისძიების დაწყებამდე მუზეუმთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ. მათ ლობიო, პრასი და მჭადი მიიტანეს და განაცხადეს, რომ პროდუქტები პრეზიდენტს უნდა გადასცენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ ღონისძიებების ერთი დღით ადრე ჩატარებასაც.
„ხელისუფლება ტრადიციებს არღვევს და კალანდას წინა დღით აღნიშნავს. ამ ქვეყანაში ყველაფერი მათი სურვილისამებრ ხდება. კალანდობაზე მეკვლეს ხონჩას მიართმევენ ხოლმე, ჩვენ კი პრეზიდენტს მისი საყვარელი ლობიო და პრასი მოვუტანეთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესიკ ქათამაძემ.
პ.ს.”ნაცების’ უხამს და უტიფარ საქციელს ბოლო არ უჩანს…