განუწყვეტელი ტყის ხანძრების შემდეგ ავსტრალიის აღსადგენად დაახლოებით 1 საუკუნეა საჭირო. ამის შესახებ The Sun სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის მიკ კლარკის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
NASA-ში ამბობენ, რომ ხანძრების კვამლი პლანეტის გარშემო, სულ მცირე, ერთ ბრუნს გააკეთებს. გარდა ამისა, გახშირდა ე.წ. პიროკუმულონიმბუსები, ანუ ხანძრებით გამოწვეული ქარიშხლები. ამის გამო კვამლი ატმოსფეროში დაახლოებით 17 კილომეტრზე ავიდა. იქ ის უფრო სწრაფად ვრცელდება.
გამანადგურებელი ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 28 ადამიანი და მილიარდზე მეტი ცხოველი, დაინგრა 2 000-ზე მეტი სახლი.