ვაშინგტონის მკვეხარა ადმინისტრაცია, რომელმაც კორეაში კიმ ჩენ ინი ვერ მოთოკა და ფხენიანელ დიქტატორს მოლაპარაკების მაგიდაზე თვით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიუჯდა, შემდეგ კი ირანისგან საკუთარ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმები “ჩაყლაპა”, ახალი რიხით აბობოქრდა:
სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანელი გენერლის, ყასემ სოლემიანის ლიკვიდაცია “შეკავების სტრატეგიის” ნაწილი იყო. ამ სტრატეგიაში მოიაზრებიან არა მხოლოდ ირანი, არამედ ჩინეთიცა და რუსეთიც.
“მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არა მარტო მოგვეპოვება იმის შესაძლებლობები, რომ მისი მოქმედებებისთვის ფასის გადახდა მოვთხოვოთ, არამედ მართლა მზად ვართ ამის გასაკეთებლად”, – დაიმუქრა პომპეო, თუმცა თავისი ეს მუქარა ვერ დაასაბუთა. ნუთუ იგი ფიქრობს, რომ რუსეთს ან ჩინეთს მოუკლავს გენერალური შტაბის უფროსს ან უშიშროების ელიტური დანაყოფის სარდალს?