გრძელდება არა მხოლოდ ამერიკის დამცირება, არამედ მისი სამხედრო ბაზების რეალური შევიწროება ერაყის ტერიტორიაზე. ამჯერად ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ტაჯის ბაზა დაიბომბა “კატიუშას” ტიპის რაკეტებით.
ტაჯის დაბომბვა 14 იანვრის საღამოს განხორციელდა. ტაჯის ბაზა ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა სავარაუდოა, რომ ეს იერიში პროირანულმა დაჯგუფებებმა მიიტანეს, რომლებიც ერაყში მრავლად არიან და დიდ გავლენასაც ფლობენ.