კიდევ ერთი ჩამოწერილი ამერიკელი დიპლომატი გაიშიფრა, როგორც ანაკლიის პორტის ლობისტი

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” პორტის მშენებლობის კონტრაქტის გაუქმება არა მარტო ვაშინგტონის უკმაყოფილებას გამოიწვევს, არამედ ასევე უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე. ამის შესახებ ჰერბსტმა “ამერიკის ხმას” განუცხადა.

სურათი: ჯ. ჰერბსტი. გჰნ.

 

“ვაშინგტონი ამ ნაბიჯით უკმაყოფილო იქნება. ეს ერთპიროვნული გადაწვეტილებაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

მიუხედავად იმისა, თუ რა იყო ამ ნაბიჯის მიზეზი: ის რომ [ბიძინა] ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს, ან უბრალოდ სურს პროექტის შეჩერება, ეს ცუდ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება იხილონ”, – ამბობს ჯონ ჰერბსტი, რომელმაც საკუთარი თავი ამით გაშიფრა, როგორც ანაკლიის პორტის პროექტით კიდევ ერთმა, მერკანტილურად დაინტერესებულმა პირმა.

“ნიუსფრონტი” შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მრავალ კითხვას ბადებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ამ პროექტისა არის კომერციული დაუსაბუთებულობა და მოთხოვნა ქართული სახელმწიფოსადმი, კრედიტორების წინაშე საფინანსო გარანტიებით თავმდებად დაუდგეს პორტს, თუკი მას არ იქნა საკმარისი ტვირთბრუნვა.