პიროვნება, რომელმაც ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა ვახტანგ რობაქიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, რობაქიძე “ლელოს” აქტივისტია. იგი 2019 წელს ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატად იყრიდა კენჭს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრი ბაკურიანის ერთ ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას.