ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის წინააღმდეგ ორი საბრალდებო დასკვნის სენატისთვის გადაგზავნას მხარი დაუჭირა.
მომავალ კვირას სენატში შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტსაც სენატი განიხილავს.
დემოკრატები ტრამპს უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლასა და ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
სენატში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა გადაწყდეს, უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელები წარმოადგენენ.