პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის ჩასანიშნად პრეზიდენტს უკვე მიმართა. დეპუტატები სესიის ჩატარებას 17 იანვარს გეგმავენ.
რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას ადგილმონაცვლეს უყრიან კენჭს. საკითხი საპროცედურო კომიტეტმა უკვე განიხილა. ნიკა მელიას ადგილმონაცვლე პარლამენტში ბადრი ბასიშვილი იქნება.
“სხვადასხვა კანონპროექტია განსახილველი. მათ შორის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ასევე საორგანიზაციო თემები. ცნობები კომიტეტებში მოადგილეების არჩევასთან დაკავშირებით,” – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 4 თებერვლიდან განაახლებს.