ამერიკელმა ნეოლიბერალებმა, ამჯერად ისევ NDI-ის ანუ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” სახით, კვლავ შემოყარეს ე. წ. “გამოკითხვის შედეგები” ანუ ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე.
საზოგადოება მიეჩვია, რომ ამერიკული ე. წ. “ინსტიტუტები” NDI და IRI ავრცელებენ არასწორ, განზრახ დამახინჯებულ რეიტინგებს და ამას ყოველთვის “ნაციონალების” და სხვა ლიბერასტური, ანტიქართული ძალების სასარგებლოდ აკეთებენ.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლიბერალური ოპოზიციის ჯიბის ტელევიზიები და სხვა მედიასაშუალებები, ისტერიული ტონალობით უწევენ ამ ყალბ შედეგებს რეკლამას. რაც არ უნდა ცნობილი იყოს საზოგადოებისათვის, რომ ეს სიყალბეა, მასმედია თავისას შვრება – იქმნება ნერვიული, ხანდახან ისტერიული ფონი, რაც იწვევს საზოგადოების შიშებს, გაურკვევლობის განცდას. ეს კი პირდაპირი მანიშნებელია იმისა, რომ ხდება სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა.
მაშინ, როდესაც მოდაშია საუბარი “ფეიკ-ნიუსებზე” ანუ მანიპულირებულ, გაყალბებულ ახალ ამბებზე, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ამ სიყალბეში სწორედ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა. საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაყალბებით. ამას ემატება “გამომკითხველთა” კომენტარები, როდესაც, როგორც ახლა, ამერიკული ინსტიტუტის ქართული ფილიალის შეფი, ლორა ტორნტონი, “შეშფოთებას” გამოხატავს, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობის მკვეთრად შემცირებასთან დაკავშირებით.
ნორმალური სახელმწიფო უკვე დიდი ხანია, ამერიკულ ინსტიტუტებს პასუხს მოსთხოვდა და შესაბამის იურიდიულ ნორმებს აამოქმედებდა მათ წინააღმდეგ; შესაბამისი ორგანოები მოსთხოვდნენ “მკვლევარებს”, რომ მათ გაასაჯაროონ თავიანთი კვლევის მეთოდები, გამოკითხული კონტინგენტის გეოგრაფიული არეალი და სხვა აუცილებელი სოციოლოგიური მახასიათებლები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, აშშ-ის კოლონიად ქცეულ საქართველოში.