NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ერთადერთი კითხვა, რომელზეც თანაბრად გაიყო გამოკითხულთა აზრი, თბილისში, ტაქსების რეგულაციას შეეხება. გამოკითხულთა 47% რეგულაციების გატარებას სწორ ნაბიჯს უწოდებს. გამოკითხულთა ანალოგიური რაოდენობა, 47% თვლის, რომ ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები არასწორი იყო.
თბილისის მერიამ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ტაქსებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგულაცია აამოქმედა. მათ შორის, სავალდებულო გახდა ტაქსის მძღოლების რეგისტრაცია და შეზღუდა თეთრის გარდა, სხვა ფერის ტაქსების მოძრაობა.
NDI-ის გამოკვლევა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.