შალვა ნათელაშვილის წლების მანძილზე განხორციელებულმა სტრატეგიამ შედეგი მოიტანა – ამერიკელებმა იგი ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად აღიარეს. ყოველ შემთხვევაში, “დემოკრატიული ინსტიტუტის – ენდიაის” დირექტორის, ლორა ტორნტონის დონეზე მაინც.
,,ენდიაი“-ს გამოკითხვებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილი რეიტინგის პირველ სამეულშია და 12 პროცენტით უსწრებს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. სამაგიეროდ, ივანიშვილის უარყოფითი რეიტინგი ნათელაშვილზე 24 პროცენტით მეტია. NDI -ის კვლევით, ბიძინა ივანიშვილს დადებითად გამოკითხულთა 17 პროცენტი აფასებს, შალვა ნათელაშვილს _ 29 , ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით გამწყობას გამოკითხულთა 49-ს აფიქსირებს, ხოლო ნათელაშვილის მიმართ იგივე განწყობა მხოლოდ 25 პროცენტია.
ნათელაშვილმა დაიჯერა, რომ მას მართლა ამდენი პროცენტი აქვს და ვერ ხვდება, რომ ქართველ ხალხს კი არა, ქალბატონ ლორას უყვარს იგი:
,,უდიდეს მადლობას მოვახსენებს ჩემს ხალხს ნდობისთვის, მაგრამ დღეს უნდა აიწიოს საქართველოს რეიტინგმა, დღეს უნდა ჩამოჰკრას გადარჩენის ზარებმა, ჩვენ უნდა წავიდეთ გამარჯვების გზაზე და ამ გზაზე ჩვენ ყველას, ჩვენი რეიტინგები გვექნება“ – განაცხადა “გამარჯვებულმა” შალვა ნათელაშვილმა.