კალაძე – “ოპოზიციონერი”, ელისაშვილი – “უბინძურესი”

ამერიკული “ენდეაის” კიდევ ერთი “ამომავალი ვარსკვლავი” ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ქართველები ლამის მხსნელად ელიან, თბილისის მერის, კახი კალაძის, ზიზღნარევი კომენტარის მიზეზი გახდა:

“ალეკო ელისაშვილი არის უბინძურესი ადამიანი – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კახა კალაძე ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადება და რამდენიმე ლიდერს ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ თანამშრომლობას დაჰპირდა.

სიმართლე ითქვას, ამის შესახებ ელისაშვილზე ბევრად ადრე “ნიუსფრონტი” იუწყებოდა, მაგრამ ელისაშვილი ამ ინფორმაციის გამეორების გამო კი არ არის ბინძური, არამედ ქსენოფობიისა და ფაშიზმის მიზეზით.