პენტაგონს აშშ ჯარისკაცების დაღუპვა არ უღიარებია, მაგრამ ირანის მიერ 8 იანვარს აინ-ალ-ასადის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 11 ამერიკელი ჯარისკაცის დარეტიანება და კონტუზიის გამოწვევა არაფორმალურად მაინც დაადასტურა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა “Defense One”, პენტაგონში თავის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება.
დაზიანებული ამერიკელი სამხედროები ქუვეიტსა და გარმანიაში არიან გადაყვანილები მკურნალობის მიზნით. ისინი ამ დრომდე გადიან სამედიცინო დაკვირვებას.
ცნობილია, რომ ბევრი კონტუზირებული ამერიკელი სამხედრო სამშობლოში დამახინჯებული ფსიქიკით ბრუნდება და კრიმინალურ დანაშაულებებს სჩადის.