“მეც გიხდი ბოდიშს როგორც ერთი ქართველი, მაპატიე გია ვერ დაგაფასეთ” – წერს სოც. ქსელში ციცი ჯანაშია, რომლის გამოხმაურებასაც, სხვა მომხმარებლების გამოხმაურებასთან ერთად, “ცეკვავენ ვარსკვლავების” პროექტში მომხდარი მართლაც გულდასაწყვეტი და სამარცხვინო ფაქტის მიმართ, მთლიანად გთავაზობთ:
“აქ ვგრძნობ მამას, რომელიც სიცოცხლეში არასოდეს მინახავს”, – ამბობს ტრაგიკული ბედის მქონე მსახიობის, გია ფერაძის ვაჟი, ასევე მსახიობი გია ფერაძე. ის დედასთან ერთად რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში ჩამოვიდა პროექტისთვის ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად შესანიშნავად იცეკვა, ფინალშიც მოხვდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.
პროექტის გამარჯვებული ასევე ძალიან ნიჭიერი ანკა ვასაძე გახდა, რომლის მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო.
ხალხის აღშფოთება სპონსორებმა და ორგანიზატორებმა გამოიწვიეს, რადგან გია ფერაძე-უმცროსი ფაქტობრივად უსაჩუქროდ დატოვეს და მისი შრომა ამ პროექტში არაფრით აღნიშნეს.
,,ჩემო გია, შენ ხარ არაჩვეულებრივი მსახიობი, ცეკვავ შესანიშავად. მართლია, არ ხარ პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ ცეკვავდი როგორც პროფესიონალი. მამაშენივით არაჩვეულებრივი ხარ. ძალიან ძუნწი და უვიცი სპონსორები იყვნენ, რამე ძვირფასი საჩუქარი როგორ ვერ გაიმეტეს. ასეთი სიხარულით დაფრინავდი, მცირე რეპეტიციებით რა შესანიშნავი შოუ ჩაატარე და ამ კარაპეტებმა ვერაფერი გაიმეტეს – მობილური ტელეფონი ვის უკვირს!
მე გიხდი ბოდიშს მათ მაგივრად და თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, მზად ვარ კამათისთვის. მე მსახიობი ვარ და ვიცი, რა არის გულისტკენა”, – წერს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ფეისბუქში.
სხვა გამოხმაურებები:
,,ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას ეს წყვილი. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სპონსორებს არ შერცხვათ მაინც, ასე უაზროდ რომ დაარიგეს საჩუქრები? სამარცხვინო ქართველები! საჩუქრები ამათ როგორ არ უნდა მიეღოთ. ზარიც კი არ ფიქსირდება…”, ,,უბრალოდ უნამუსოობაა! ვინც გინდოდათ, იმან გაიმარჯვა! ბრავოო!!! ძალიან შემრცხვა”, ,,მე ბოდიშს ვუხდი გია ფერაძეს ქართველების ამ სამარცხვინო საქციელით. კიდევ ერთხელ დავამტკცეთ, რომ ჩვენიანის პატივისცემა არ ვიცით”.
ციცი ჯანაშია