რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ლავროვმა, ინდურ გამოცემა “The Times of India”-სთან ინტერვიუში რუსეთის მიერ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში ამერიკულ დოლარზე უარის თქმასთან დაკავშირებით ისაუბრა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დოლარის ჩამოცილების პროცესი აშშ-ის ხელისუფლების მიერ წამოწყებული აგერსიული სასანქციო პოლიტიკის ფონზე მიმდინარეობს.
“ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, მათ შორის, ინდოეთთან, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, შევამციროთ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე უარყოფითი ფაქტორების გავლენა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების მოცულობის გაზრდა” – აღნიშნა ინდოელ ჟურნალისტებთან საუბარში რუსმა მინისტრმა.
მაგალითისათვის მან სამთავრობათშორისი შეთანხმებები “ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების შესახებ” მოიტანა, რომლებიც რუსეთმა ჩინეთთან და თურქეთთან გააფორმა ეროვნული ვალუტების გამოყენების საფუძველზე. შეთანხმებები ასევე მოიცავს “ბრიქსის” მონაწილე სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკების მიერ შესაბამისი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნას.
ლავროვმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ “რუსეთი ეტაპობრივად განაგრძობს დედოლარიზაციის პროცესს”.