რატომ გაიმეტეს “ქოცებმა” კუხიანიძე? იცოდა თუ არა ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა?

საკრებულოს ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც უმრავლესობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ დაატოვებინეს, „პრაიმტაიმითან“ განმარტებას აკთებს. კუხიანიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც დაატოვებინეს თანამდებობდა და „დასაჯეს“.

„რატომ გამიმეტეს ასე მარტივად? ეს ძალიან საინტერესო თემაა. ამაზე ჯერ არ მისაუბრია თუ რატომ დამსაჯეს… ირაკლი კობახიძე, რის გამო დასაჯეს და გადააყენეს? ჩათვალეს, რომ მან ქართულ სახლემწიფოებრივობას შეურაცხყოფა მიაყენა და გაიმეტეს. ქართულმა ოცნებამ მისი გუნდის წევრის დაცვა ვერ გაბედა, რადგან მმართველი პარტია ძალიან დასუსტებული იყო. ნაციონალური მოძრაობის ნარატივის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ეს კაცი ბატკანივით გადაუგდეს. მართალია, თვითონ დაწერა განცხადება, მაგრამ რომ მოხსნეს გასაგებია. ის ამხელა თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა პარტიიდან არ გაურიცხავთ და ის ახლაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით ზის და მისი მრჩეველია.

რა ჩავიდინე გარდა იმისა, რომ კბილებით ვიცავდი „ქართულ ოცნებას“ და ამის გამო, თანამდებობაც დამატოვებინეს და პარტიიდანაც გამრიცხეს. ამის შემდეგ, არცერთმა ადამიანმა არ მომიკითხა და სიტყვა არ შემაშველა. თუმცა, როცა „ტვ პირველში“ მივდიოდი, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მწერდა, რომ ყველა ჩემს მხარეს იყო, რომ ვერაფერს მიზამდნენ და რომ მე ვთქვი ის, რაც მათ ვერ თქვეს. ამის დამადასტურებელი მიმოწერა მაქვს. ამ ეტაპზე მის ვინაობას არ ვასახელებ.

2012 წელს ქართული ოცნების მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი. დავეხმარე ახალგაზრდული ფრთის ჩამოყაიბებაში, რომელსაც ჩამოშლის საფრთხე ემუქრებოდა და მე გადავარჩინე. შემდეგ, 2015 წელს დამიკავშირდნენ, იცოდნენ, რომ თეთრწყაროსთან შეხება მქონდა, იქ აგარაკი გვაქვს და მითხრეს, რომ გამგებლის პირველ მოადგილედ წავსულიყავი. მეც დავთანხმდი. ამ თანამდებობაზე წელიწადნახევარი ვიყავი. მე მინდოდა, დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ჩართულობა, რომელიც კანონშიც კი წერია. ამოვაყალიბე მრჩეველთა საბჭო, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ ბევრი გადამეკიდა. რაიონში მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი მომხრეები მრჩეველთა საბჭოში დანიშნა. დაიწყეს საუბრები ნეპოტიზმზე და ა.შ. თემა ასე გაფუჭდა. მერე შევთავაზე თავად მოსახლეობას დაესახელებინა მრჩევლები და ხელმოწერები შეეგროვებინა. ისინი ბიუჯეტის ხარჯვაში იქნებოდნენ ჩართულები. დემოკრატიული წესით მოხდებოდა პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზნების შესრულება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ მოსახლეობაში თვითორგანიზაცია არ მოხდება.“ მაშინ დავფიქრდი, ეს რას ნიშნავდა, სხვებმა ყურადღება არ მიაქციეს. ეს საშინლად დაგმობილი იქნა გუნდში. მე კი სწორედ ამას ვაკეთებდი და გადმომიყვანეს საკრებულოში. არ მინდოდა და წინააღმდეგობა არ გამიწევია, მე მაშინ არავინ არ ვიყავი. საკრებულოშიც იგივე გავაგრძელე. მითხრეს, რომ კარგია, მაგრამ გუნდში ვიღაცეების უკმაყოფილებას გამოწვევსო. თუ კორუმპირებული არ ხარ, უკმაყოფილო რატომ უნდა იყო? ეს ვერ გავიტანე და გუნდში აბეზარასავით გავხდი. მე ამაზე ბატონ ბიძინასთან საუბარი მქონდა. შესაბამისი დოკუემტაცია გავუგზავნე და დაიკარგა, მივიდა თუ არა ივანიშვილამდე არ ვიცი. გუნდს ყელში ამოვუვედი და გამიჩნდა შეგრძნება, რომ დახვრეტა რომ ყოფილიყო, ერთხმად მისცემდნენ ჩემს დახვრეტას მხარს. ჯერ ცოტა ხანს ვაცდი და მერე ვისაუბრებ პერსონებზე. სისტემაში ინიციატივა არის დასჯადი. მე თავის დროზე, ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა დიტო სამხარაძემ და სოსო გოგაშვილმა მთხოვეს. მათ სერიოზულ დახმარებას ვუწევდი 2012 წლის არჩევნების დროს და მერე დავმეგობრდით. ვიცი, რომ ბატონი ბიძინას გარეშე ჩემი დასჯის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, მაგრამ მას როგორ წარმოუჩინეს ეს ყველაფერი, არ ვიცი, რადგან ბატონი ბიძინა ჩემს ხედვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იზიარებდა. მოსახლეობის ჩართულობა ქვეყნის მართვის პროცესებში მართლა ივანიშვილის აზრი კი არ არის, ეს სოციოლოგიაში ამოსავალი წერტილია. მან პირდაპირ თქვა: ხალხო გაერთიანებები შექმენით, ერთმანეთს დაეხმარეთ, რადგან მე ვერ გეხმარებით. მეტი რა თქვას ბატონმა ბიძინამ?! “ – აცხადებს ერეკლე კუხიანიძე.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა. . მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. 17 დეკემბერს კი მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან 18 დეკემბერს გარიცხეს.

Primetime.ge