დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე და მის ოჯახზე მუქარისა და ხულიგნობის გამო დაკავებულ “ლელოელ” ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახლით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მას 40 დღე აქვს ამ თანხის გადახდისათვის, მანამდე კი პატიმრობაში რჩება.
საინტერესოა, რობაქიძის ე. წ. პარტია “ლელოს” თავკაცი, მულტიმილიონერი მამუკა ხაზარაძე გადაიხდის ამ ფულს თუ ეს თანხა მხოლოდ რობაქიძის პრობლემა იქნება? კომენტარს ამასთან დაკავშირებით, ხაზარაძე, იმედია, ხვალ, ორშაბათს გააკეთებს.