“სტალინმა”-პევცოვმა ლიბერალურ დემაგოგიას ამომწურავი პასუხი გასცა

არის ასეთი ცნობილი ლიბერალი ჟურნალისტი რუსეთში – ვლადიმირ პოზნერი, რომელსაც პრეტენზია აქვს განათლებულობაზე და საწინააღმდეგო აზრის წარმომადგენლებს “მრაკობესებს” ეძახის. ისევე, როგორც ჩვენი “ვაჟა ექიმო”, პოზნერიც ამტკიცებს, რომ ბავშვების 10 პროცენტი მსოფლიოს მასშტაბით, ჰომოსექსუალად ან ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილად იბადება. ამავე დროს იგი “ბნელებს” უწოდებს ყველას, ვინც დედის საშოში ბავშვის მკვლელობას – ე. წ. აბორტს, ეწინააღმდეგება.

ასეთივე ცნობილი რუსი მსახიობი, დიმიტრი პევცოვი, სტალინის ფორმაში “გამოეცხადა” პოზნერს (საბჭოთა კავშირის დროს – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრს), ინტერნეტის საშუალებით და აუხსნა: მისი წარმოდგენები სამყაროზე მცდარია და უბრალოდ, არამეცნიერული. ჰომოსექსუალიზმი და აბორტები ნორმა რომ იყოს, როგორც პოზნერს ჰგონია, პოზნერი ქვეყანაზე არ იქნებოდა – ამბობს პევცოვი.

იხილეთ ეს ვიდეო, რომელიც გასული წლის დეკემბერშია ჩაწერილი: