ახალი კორონავირუსი უჰანში პირველად დეკემბერში დაფიქსირდა, ახლა კი დაავადების ორი შემთხვევა ტაილანდში, ერთი კი – იაპონიაში დაადგინეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია.
კვირა საღამოს მონაცემებით, უჰანში, კლინიკებში ვირუსის დიაგნოზით 170 ადამიანი მკურნალობს, 9 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.