“1990-იან წლებში უნივერსიტეტის მექანიკურ-მათემატიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 25 პროცენტი შეერთებულ შტატებში გადავიდა. დღეს კი ბევრი უკან ბრუნდება და ძალიან ნანობენ, რომ წავიდნენ” – ამბობს რუსულ გამოცემა aif.ru-სთან ინტერვიუში მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი.
“ჩემი თანაკურსელი ანდრეი ლემანი, დიდებული სპეციალისტი, საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებული, ამერიკაში გადავიდა. 30 წლის შემდეგ, კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე, ვეკითხები მას, თუ რას აკეთებს შტატებში. მან მითხრა: ‘ინჟინერი ვარ, ჩამოსვლიდან დღემდე ინჟინრად ვმუშაობ’. სამეცნიერო ნაშრომი მან არ დაიცვა, ფიქრობდა სამშობლოში დაბრუნებას… არ უნდა გეგონოს, რომ იქ შენ გელიან… კიდევ ერთი ჩემი თანაკურსელი წავიდა და ახლა უკან დაბრუნდა, სამუშაოს ეძებს. რა თქმა უნდა, საჭიროა გამგზავრებაც, ურთიერთობა, სტაჟირება. მაგრამ იმ ხეს, რომელიც იქ იზრდება, სადაც შენი სამშობლოა, ვერაფერი შეცვლის” – აღნიშნა ვ. სადოვნიჩიმ.