“აღშფოთებული” ნიკა მელია რელიგიაში გადავარდა – ბიძინა ნოე არ არისო

TV პირველის ეთერში, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნოე არ არის.

„ქართულ ოცნებას თავს დაატყდა საერთაშორისო პოლიტიკური წარღვნა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი არ არის ნოე. ნოე გადარჩა იმ კიდობანში, მაგრამ ივანიშვილი ვერ გადარჩება შუშის შენობაში“, – ასე გამოეხმაურა საერთაშორისო კონგრესმენების მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია TV პირველის ეთერში.