ამერიკა ირანის შიგნიდან აფეთქებას ელოდა, ნაცვლად ამისა კი ირანი კოსმოსში სატელიტს უშვებს

ირანი ახლო მომავალში კოსმოსში საკუთარი წარმოების სატელიტის გაგზავნას აპირებს, ასევე საკუთარი წარმოების რაკეტის მეშვეობით.

ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ის ემზადება სამამულე წარმოების სატელიტის გასაშვებად, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს და დაათვალიეროს როგორც ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, ასევე გარემოსდაცვითი სამუშაოები და სოფლის მეურნეობის განვითარება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა მუჰამედ ჯევად აზერი გეჰრომიმ, დედაქალაქ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სადამკვირვებლო თანამგზავრს სახელწოდებით Zafer/გამარჯვება”, კოსმოსში Simorg/სიმორგ“ სახელწოდების სატელიტის მატარებელ რაკეტით გასტყორცნიან რა, იგი ორბიტაზე,  დედამიწიდან 500 კილომეტრზე მაღლა განთავსდება. მისივე თქმით, ეს სატელიტური თანამგზავრი შეასრულებს ისეთ დავალებებს, როგორიცაა გამოსახულებების მოპოვება-გადაღება, კომუნიკაცია და ინფორმაციების შეგროვება და თუ გატყორცნის შემთხვევაში რაიმე ხარვეზი მოხდება, მაშინ, იმავე თვისებების მქონე მეორე სატელიტს მოამზადებენ.

ტრტ