აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ერაყის პრეზიდენტი ბაჰრამ სალიჰი ერთმანეთს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში, შეხვდნენ. როგორც ერაყის ხელისუფლება იუწყება ბაღდადიდან, საუბარი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყიდან ნაწილობრივ გაყვანას შეეხო.
“შეხვედრის დროს საუბარი შედგა ჯარების შემცირების თაობაზე და და ერაყელი ხალხის ნებაზე, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი” – ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა ერაყის პრეზიდენტის აპარატმა.
როგორც ცნობილია, ამერიკული ჯარების ერაყიდან გაყვანა დღის წესრიგში დადგა ამერიკელების მიერ ირანელ გენერალ ყასემ სოლიმანიზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, როდესაც სოლეიმანი და კიდევ რამდენიმე ირანელი და ერაყელი სამხედრო ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს მოკლულ იქნენ ამერიკული დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად. ერაყის პარლამეტმა მიიღო რეზოლუცია, შეწყდეს უცხოური სამხედრო ყოფნა ერაყის ტერიტორიაზე.
აშშ-ს ერაყის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 ათასი სამხედრო პირი ჰყავს განთავსებული.