საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის და რადიოს – პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე, 22 იანვარს გარდაიცვალა.
თემურ ჩხიკვაძე 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ ტელევიზიაში, თითქმის 30 წლის მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემები, მათ შორის, მთავარი გადაცემა – “მოამბე”.
მაშინდელი სატელევიზიო წამყვანის – დიქტორის მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნები იყო – სალიტერატურო ენის მაღალ დონეზე ფლობა, სუფთა მეტყველება, არტისტიზმის ელემენტები – ყველა ამ მოთხოვნას თემურ ჩხიკვაძე ბრწყინვალედ შეესაბამებოდა.
1990 – 2000-იანი წლების მიჯნაზე თემურ ჩხიკვაძეს ერთ-ერთ კერძო არხზე მიჰყავდა ძალზე საინტერესო, ნოსტალგიური გადაცემა “სალონი”. თავად ბატონ თემურს ამ გადაცემათა ციკლიდან არა ერთი შეხვედრა აქვს ატვირთული ინტერნეტში.