გერმანიაში, რამდენიმე ფედერალურ მხარეში, იანვრის შუა რიცხვებში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია. გამოვლინდა ჩეჩნური წარმოშობის ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ქალაქებში სავარაუდოდ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.
ერთ-ერთ დაკავებულს სმარტფონზე ბერლინის ერთ-ერთი სინაგოგის და უნივერსამის ფოტოსურათები აღმოაჩნდა. საუბარია ორ დაკავებულზე, 23 წლის და 28 წლის ჩეჩნებზე.
ბერლინის პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღკვეთილია მძიმე დანაშაულებები და დაკავებულებს ეჭვმიტანილებად მიიჩნევენ.
ყოველივე ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბერლინმა რამდენიმე თვის უკან რუსეთს ბრალი დასდო, ჩეჩენი ბოევიკის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებაში და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.