შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, რომელმაც თავიდან აიცილა თავისი შვილის მკვლელობის საქმის პოლიტიზაცია, საზოგადოებას უჩვენებს, თუ რა არის ქრისტიანული საქციელი.
კერძოდ, იგი მიმართავს მათ, ვინც მკვლელობაში მონაწილეა რაიმე ფორმით ან დანაშაული დამალა:
„2017 წლის 1-ლი დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის. ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.
თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება” – წერს სარალიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.