სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა, სოციალური ქსელით, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება:
“მაგრად არ მიყვარს დეპუტატები ხელებს რომ იქნევენ, მაგრამ ხაბეიშვილი იმდენად გამაღიზიანებლად იქცევა, ბევრს გაუსწორდა დარწმუნებული ვარ. აი ეგ ბიჭი არჩევნების წინ რომ ემუქრებოდა ხალხს დავბრუნდებით და დედას გიტირებთო უბანში, მაგის მიიღო. არადა დამოუკიდებელი ტიპი რომ იყოს, არც ნაცების და არც ქოცების რომ არ იყოს, ბევრს მიაღწევდა. მაგრამ მარიონეტი მარიონეტია, ვისი მართულიც არ უნდა იყო.- წერს გაბედავა.