ბეჟან გუნავა დააკავეს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ბეჟან გუნავა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ავტოსაგზაო ინციდენტს უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ბეჟან გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილი ხდება, გუნავა უკვე განთავისუფლებულია.