დიდთოვლობის გამო ზვავი ჩამოწვა ხიხაძირის თემში -ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში კი, ერთ მეტრს აღწევს. მეტრანახევარია თოვლის საფარის სიმაღლე, კურორტ გოდერძიზე.

როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, გუშინ გვიან ღამით დაიწყო გზებზე თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები.

დიდთოვლობის გამო ზვავი ჩამოწვა ხიხაძირის თემში. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, ტერიტორია, სადაც ზვავი ჩამოწვა, მოსახლეობისგან დაშორებულია, შესაბამისად, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის 17 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სააღმზრდელო პროცესი ჩაისალა, მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე საბვშვო ბაღშიც.

წყარო: “ალია’