კიდევ ერთმა ამერიკელმა “ლობისტმა” გამოყო თავი და ქართველი ხალხისთვის “შეწუხდა”

“ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!” – ამის შესახებ კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან გააზიარა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და ჯერალდ კონოლის 16 დეკემბრის წერილი, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და თან დაურთო საკუთარი კომენტარი.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!“, – უწერია „ტვიტერზე“ პიტ ოლსონს.

შეგახსენებთ, რომ წერილი, რომელიც ოლსონმა გააზიარა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი იყო გაგზავნილი და ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა 16 დეკემბერს თავის „ტვიტერის“ გვერდზე ატვირთა.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი