როცა მის მინისტრობაზე დაიწყეს ლაპარაკი, უცებ იქცა მევახშედ?! – ლიკა გამრეკელი ბექა ოდიშარიაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “შევინაჩუნოთ სიცოცხლეს” ხელმძღვანელი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში აზიარებს მასალას დეპუტატ ბექა ოდიშარიაზე (სადაც წერია, რომ ბექა ოდიშარია მევახშეობს) და წერს:

“ეხლა გახდა ოდიშარია მევახშე და კორუფციაში ბრალდებული?
3 წელია დეპუტატია და მაშინ როცა მის მინისტრობაზე დაიწყეს ლაპარაკი, უცებ იქცა მევახშედ?!
ვისთვის მევახშე, ვისთვის ქველმოქმედი, პატარა ბავშვების სიცოცხლის გადამრჩენელი, პოზიტიური და სამართლიანი ადამიანი!
სხვათაშორის ყველაფერი რაც გააჩნია თავისი შრომით აქვს და არა მოპარული ნაცებივით!
ცუდი არ იქნება გამძლეობა, შრომისუნარიანობა და არამოშურნეობა რომ გვქონდეს, ჩვენ ყველას, მისნაირი!
პს. ფრთიანი არ არის სამაგიეროდ ბევრისგან განსხვავებით, კაცია .- წერს გამრეკელი.