75 წლის ასაკში რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა. ის 100-ზე მეტი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
“ეზოში ავია ძაღლიასა” და არა ერთი ცნობილი სპექტაკლის რეჟისორს, “ბერიკების” ავტორსა და თეატრალური სამყაროს გამორჩეულ ადამიანს, 28 იანვარს მეგობრები და კოლეგები ლურჯი მონასტრიდან გააცილებენ.