ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. მერის ინფორმაციით, ის ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გამთენიისას კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას, სავარაუდოდ ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.​