აშშ-ის დაზვერვამ უკრაინის “გმირი” გაწირა – CIA “გმირზე” მასალებს აქვეყნებს

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ “სი-აი-ეი” (CIA) გამოაქვეყნა სტეპან ბანდერას საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც საიდუმლოდ ინახებოდა.

გრიფი “საიდუმლო” ბანდერას დოკუმენტებს 15 წლის წინ მოხსნეს, თუმცა, იგი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ახლა გახდა. აშშ-ის დაზვერვამ „ნაცისტ სამხედრო ბოროტმოქმედთა მხილების შესახებ“ კანონის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ფაქტობრივად, ამერიკელებმა გაწირეს თანამედროვე უკრაინის “გმირი” ბანდერა.

მოხსენება “სტეპან ბანდერა და უკრაინის სახელმწიფო 1941 წელს” შეიქმნა 1951 წელს. მასში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი მოხსენიებულია, როგორც “უკრაინელი ფაშისტი და ჰიტლერის პროფესიონალი აგენტი სტეპან ბანდერა (აგენტის მეტსახელი კონსული 2)”, რომელმაც ლვოვში დასავლეთ უკრაინის სახელმწიფოს აღდგენის შესახებ გამოაცხადა.

დოკუმენტში აღწერილია ბანდერას შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ნაცისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. ”ბანდერას “სახელმწიფოს” არსებობის სულ რაღაც 5 კვირაში 5 ათასი უკრაინელი, 15 ათასი ებრაელი და რამდენიმე ათასი პოლონელი განადგურდა.” – ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები ამერიკის სადაზვერვო სამსახურის გარეშეც კარგად არის ცნობილი, უკრაინაში ნაცისტი ბანდერა უკვე 10 წელია, “უკრაინის გმირად” არის გამოცხადებული. დონეცკის საოლქო სასამართლომ მაშინდელი პრეზიდენტის, იუშჩენკოს ეს გადაწყვეტილება, ბანდერას “გმირობის” შესახებ გააუქმა, ვინაიდან ბანდერა უკრაინის მოქალაქე არ ყოფილა, მაგრამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ იქნა გათვალისწინებული. შეგახსენებთ, იმჟამად დონეცკი უკრაინის ნაწილი იყო, დღეს კი არ ემორჩილება კიევს, უკრაინაში გამოვლენილი ასეთი ფაშისტური ტენდენციების გამო.