კიდევ რამდენი პოლიციელი ინახავს სახლში სამსახურებრივ ჩანაწერს?!

ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული ეპიზოდი, რომელიც დიდი რიხით გადმოსცა გვარამია-არხმა, საზოგადოებაში ყაყანის მიზეზი გახდა, თუმცა ამ ყაყანში არ ისმის მთავარი კითხვა:

რა უფლებით ინახავდა პოლიციელი იზორიასთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერს? და არის თუ არა ამ ვიდეოს ტარება “ფლეშკებით” და შემდგომ მისი გავრცელება დასჯადი?

თუ ეს ქმედება არ ისჯება, მაშ, რა გამოდის – ყველა პოლიციელი, რომელიც იღებს რაიმე დარღვევას ან დანაშაულს, უფლებამოსილია, სახლში აგროვოს ეს ვიდეოები? რას აკეთებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი”?

მოკლედ, კითხვები ბევრია “დანიის სამეფოში”, პასუხები კი – არ არის.