სტალინის მიერ ეკლესიისთვის გაკეთებული საქმე – სსრკ ბოლო თავდაცვის მინისტრი დ. იაზოვი

საზოგადოებაში პერიოდულად განახლდება ხოლმე კამათი იმის თაობაზე, რა შეხედულებები ჰქონდა სტალინს რწმენასა და ეკლესიაზე, როგორ პოლიტიკას ახორციელებდა იგი ამ მხრივ. “ნიუსფრონტი” დროდადრო მიუბრუნდება ამ საკითხებს, ვინაიდან ქართულ მედიასივრცეში პუბლიკაციების 99% სიცრუისა და ანტისტალინური იდეოლოგიური შტამპებისგან შედგება. დღეს მხოლოდ ერთ საკითხზე – რა გააკეთა სტალინმა ეკლესიასთან მიმართებით, გაცნობებთ – მოკლედ, მეტად ინფორმირებული წყაროს – სსრკ თავდაცვის ბოლო მინისტრის, დიმიტრი იაზოვის შეფასებების საფუძველზე. რუსული პრესისთვის მიცემული იაზოვის ინტერვიუ 2016 წელს გაზეთმა “საქართველო და მსოფლიო” ქართულად გამოაქვეყნა. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ მასალიდან:

მარშალი დიმიტრი იაზოვი:

“ცნობილია სტალინის წერილი მენჟინსკისადმი, რომელიც 1933 წლით არის დათარიღებული. სტალინი ადრესატს აცნობებს, რომ ყოვლად დაუშვებელია ახალმშენებლობათა დაპროექტება ტაძრებისა და ეკლესიების ნაფუძარზე, რომლებიც უნდა მივიჩნიოთძველი რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლებად.სხვათა შორის, იმავე პერიოდში მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს (სტალინის ჩარევის შემდეგ) კომიკური ოპერა “დევგმირები”. აკრძალვა შემდეგნაირად იყო დასაბუთებული: ოპერა “ანტიისტორიულად და დამცინავად წარმოგვიდგენს რუსეთის მონათვლას, რომელიც სინამდვილეში იყო დადებითი ეტაპი რუსი ხალხის ისტორიაში”.

კიდევ ერთი ფაქტი.

სტალინმა ხელი მოაწერა საკ.კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს დადგენილებას, რომელიც 1939 წელს გაიმართა და რომლითაც მიზანშეუწონლად იყო ჩათვლილი სსრკ შინსახკომის ორგანოების პრაქტიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მსახურთა დაპატიმრებისა და მორწმუნეთა დევნის მხრივ.

ომის დროს საბჭოთა კავშირში გაიხსნა 22 ათასი ეკლესია. სტალინის მიერეკლესიებისთვის დახმარების გაწევის უამრავი, დოკუმენტურადდადასტურებული ფაქტია ცნობილი” – აღნიშნა დიმიტრი იაზოვმა .