სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს,-ამის შესახებ სუს-ში განაცხადეს.
“აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძემ სუს-ის შენობასთან განაცხადა,რომ ყოფილ პოლიციელ გიორგი დვალიშვილსა და მის ოჯახზე მიდის თვალთვალი, ეს ის დვალიშვილია, რომელიც ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას, დაკავებაში მონაწილებდა,
წყარო:”ინტერპრესნიუსი”