თურქეთში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 5 წლის გოგო დედასთან ერთად გადაარჩინეს

თურქეთის ელაზიღის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა და მისი დედა გადაარჩინეს. დედა-შვილმა ნანგრევებში 24 საათზე მეტი დრო გაატარეს.

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, დედა-შვილი უვნებლები არიან.

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 22 ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში იმყოფება.