1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ დაასრულა პოლონეთში მდებარე ოსვენციმის (გერმანულად: აუშვიცი) სიკვდილის ბანაკის შემზარავი ფუნქციონირება. უამრავი ტყვე, სიკვდილისთვის განწირული, იხსნა საბჭოთა ჯარისკაცმა.
ოსვენციმი ნაციზმისა და ფაშიზმის ანტიადამიანური სახის სიმბოლოა. სამწუხაროდ, თანამედროვე ევროპა თავად უწყობს ხელს, რომ ფაშისტური იდეოლოგია ბოლომდე არ ამოიძირკვოს. ამის საფუძველი კი რუსოფობიაა.
ოსვენციმის გერმანული ანალოგის, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმის დირექტორი, ფოლკჰარდ კნიგგე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მუზეუმში საგრძნობლად იმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ნაცისტებს დადებითად მოიხსენიებენ, სტუმრის ჟურნალში კი აგდებულ, დამცინავ კომენტარებს ტოვებენ.