ელჩობა ურჩევნია დაზვერვას – ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩი ხდება

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა.

მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს.

POSTV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა.

მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს გეგმავს.

გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი იყო.

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად 12 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს იყო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: “იმედინიუს