ერაყში განთავსებული ამერიკული ინფრასტრუქტურა და შტატების წარმომადგენლები პროირანული დაჯგუფებების სამიზნედ იქცნენ. ამ დღეებში განხორციელებული სხვადასხვა თავდასხმების შემდეგ, ყურადღების ცენტრში კვლავ აშშ-ის საელჩო მოექცა, რომლის ტერიტორიაზე პირდაპირი სარაკეტო დარტყმა მოხდა.
ერაყის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ადილ აბდ ალ-მაჰდიმ თავდასხმა დაადასტურა და შემთხვევის გამოძიება დააანონსა. თუმცა ისედაც ცხადია, რომ ასეთი თავდასხმები ამერიკულმა ბანდიტიზმმა და ქილერობამ გამოიწვია, როდესაც ირანელი გენერალი, სხვა სამხედროებთან, მათ შორის, ერაყელებთან ერთად, მოკლეს 3 იანვარს. ერაყში მოქმედი პროირანული დაჯგუფებები კვლავაც განაგრძობენ ამერიკელებზე თავდასხმას.