სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ამერიკელ კონგრესმენებს მიმართავს:
„რაო, ახალი “სამკუთხა” წერილი არ მოუტანია ფოსტალიონს ოკეანის გაღმიდან?!!!
გახარიას წერილებს რომ უგზავნით, სუნამო მაინც დააპკურეთ ზედ, თორემ ყარს ეს შეკვეთილი “სპექტაკლი”!
ასე ღიად “ცკ”-ს წევრებიც ვერ მოქმედებდნენ მოსკოვიდან!
ყველა დამპყრობი ერთია, თუ გადაუვლის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ტანკით იქნება თუ წერილებით!
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა! ნაც. რეჟიმი მოკვდა და აღარ დაბრუნდება, შეიგნეთ, თავიდან ვეღარ “შემოგვასაღებთ”, “ბატონებო”!!!
ჩვენ არ ვართ თქვენი კოლონია, თქვენ არ ხართ “უფროსი ძმები”, იქონიეთ ელემენტარული ტაქტი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დიპლომატიური კულტურა!!!“ – წერს ნიკოლეიშვილი.